Accentnews.ge
აშშ-ის სურსათისა მედიკამენტების მრჩეველთა კომიტეტმა „მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

აშშ-ის სურსათისა მედიკამენტების მრჩეველთა კომიტეტმა „მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

15/10/2021 05:40:25 მსოფლიო

აშშ–ის სურსათისა და მედიკამენტების მრჩეველთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს "მოდერნას" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე – ე.წ. ბუსტერ დოზის 65 წლიდან ასაკის, ვირუსის მძიმე ფორმით დაავადების ან ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში გამოყენებას.

როგორც მრჩეველთა კომიტეტში აცხადებენ, „მოდერნას“ ვაქცინის შესახებ არსებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დამატებითი დოზა დამცავი ანტისხეულების რაოდენობას ზრდის.

„ბუსტერ“ დოზით იმ ადამიანებს აცრიან, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ, 6 თვის წინ გაიკეთეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S