
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობამ აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს
08/08/2019 08:38:33 კონფლიქტები
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე კუხიანიძემ, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ქუთაისში მდებარე დაღუპულთა მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს.