Accentnews.ge
ევროკავშირი წევრ ქვეყნებში "მოსალოდნელ ენერგეტიკულ შიმშილსა და დესტაბილიზაციაში" რუსეთს ადანაშაულებს

ევროკავშირი წევრ ქვეყნებში "მოსალოდნელ ენერგეტიკულ შიმშილსა და დესტაბილიზაციაში" რუსეთს ადანაშაულებს

14/10/2021 11:46:20 მსოფლიო

ევროკავშირი წევრ ქვეყნებში "მოსალოდნელ ენერგეტიკულ შიმშილსა და დესტაბილიზაციაში" რუსეთს ადანაშაულებს. კერძოდ, ორგანიზაციის უმაღლესი წარმომადგენელი საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი არ აწვდის ევროპას ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას, რითაც ხელს უწყობს ფასების ზრდას.

მისი თქმით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს:

"რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. [...] ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს, აფერხებს ეკონომიკის აღდგენას და ძირს უთხრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკურ და სოციალურ მხარდაჭერას. ამასთან, ეს ზრდის ჩვენს დაუცველობას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში".

ევროპის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ქვანახშირის შემთხვევაში დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს, ბუნებრივი აირის შემთხვევაში– 90%–ს, ხოლო ნავთობის შემთხვევაში – 97%–ს.

ბოლო რამდენიმე თვეა, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასი რეკორდულად გაიზარდა, რამაც საწვავისა და ელექტროენერგიის ფასის გაძვირებაც გამოიწვია.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ "მოსკოვი ევროპის წინააღმდეგ გაზს პოლიტიკურ იარაღად არ იყენებს". მისი თქმით, "ევროპის ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია და სიმართლეს არ შეესაბამება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S