Accentnews.ge
ისრაელმა სირიაში ავიადარტყმები განახორციელა

ისრაელმა სირიაში ავიადარტყმები განახორციელა

14/10/2021 09:21:45 მსოფლიო

ისრაელმა სირიაში, ქალაქ პალმირას სამხრეთით ავიადარტყმები განახორციელა. რის შედეგადაც 1 სირიელი ჯარისკაცი და ირანის მხარდამჭრი 3 მებრძოლი დაიღუპა.

დარტყმების შედეგად განადგურებულია საკომუნიკაციო კოშკი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რამდენიმე დღის წინ ისრაელის ავიაციის მიერ პალმირასთან მდებარე „ტ-4“ ავიაბაზაზე დარტყმების შედეგად ექვსი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელის მთავრობა საკუთარ საზღვართან ახლოს ირანის გაძლიერებას ეწინააღმდეგება და ხშირად ახორციელებს დარტყმებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების „ჰეზბოლას“ ობიექტებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S