Accentnews.ge
თბილისისკენ მომავალ ენმ-ის მხარდამჭერებს სამტრედიასთან ცოცხებით დახვდნენ

თბილისისკენ მომავალ ენმ-ის მხარდამჭერებს სამტრედიასთან ცოცხებით დახვდნენ

14/10/2021 08:03:08 პოლიტიკა, საზოგადოება

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დასასწრებად თბილისისკენ მომავალ ავტოკოლონას სამტრედიასთან ადამიანთა ჯგუფი ცოცხებით ხელში დახვდა. ამის შესახებ ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სამტრედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეტეს. 30 კაცია ცოცხებით”, – წერს წითლიძე.

მის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხსენებული პირები შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხვდებიან ენმ-ის მხარდამჭერებს. ზოგიერთი მათგანი ცოცხებს ესროდა ავტომანქანებს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S