
თბილისი და 7 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
14/10/2021 07:15:47 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 212 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 982 პირი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 075 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.21% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.57%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა,
- აჭარა - 134,
- იმერეთი - 899,
- ქვემო ქართლი - 223,
- შიდა ქართლი - 250,
- გურია - 100,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401,
- კახეთი - 702,
- მცხეთა-მთიანეთი - 99,
- სამცხე-ჯავახეთი - 99,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 448 საიდანაც:
4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 675, აჭარაში - 433, იმერეთში - 1 189.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 088 პირი, მათ შორის, თბილისში - 351, აჭარაში - 80, იმერეთში - 374. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 249 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 18, იმერეთში - 27.
889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 451 - თბილისში, 252 - აჭარაში.
26 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 442 ადამიანი.