
ექიმების განცხადებით, ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება
14/10/2021 07:06:34 საზოგადოება
ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევისას დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და იგი რეანიმაციული განყოფილებიდან უკვე პალატაში გადაიყვანეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.