Accentnews.ge
მეუფე ანანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს მოაწერს

მეუფე ანანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს მოაწერს

14/10/2021 06:48:32 პოლიტიკა, საზოგადოება

მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს მოაწერს.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა სვეტიცხოველში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ტაძართან ვართ, ტაძართან. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უკვე შეუერთდნენ: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S