Accentnews.ge
უკრაინა არავაქცინირებულ პედაგოგებს სამსახურში არ დაუშვებს

უკრაინა არავაქცინირებულ პედაგოგებს სამსახურში არ დაუშვებს

14/10/2021 06:03:28 მსოფლიო

უკრაინაში საგანმანათლებლო დაწესებულებების არავაქცინირებულ თანამშრომლებს ნოემბრიდან სამსახურში არ დაუშვებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

"მასწავლებლები შედიან იმ პროფესიათა ჩამონათვალში, რომელთა წარმომადგენლები აუცილებლად აცრილები უნდა იყვნენ. თუ განათლების სფეროს მუშაკებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრამდე არ ექნებათ ჩატარებული, მათ, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, მუშაობის უფლება შეუჩერდებათ ანაზღაურების მიღების გარეშე",- აცხადებს ლიაშკო.

მისი თქმით, პედაგოგებისთვის ვაქცინაცია არა მხოლოდ მუშაობის გაგრძელების საშუალებაა, არამედ, პირველ რიგში, საქმე ეხება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და ასევე ბავშვების უსაფრთხოების დაცვას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S