Accentnews.ge
"მოქალაქეებს ვიდრე არ ეცოდინებათ, სად გადის საზღვარი, დაკავების შემთხვევები გაგრძელდება"

"მოქალაქეებს ვიდრე არ ეცოდინებათ, სად გადის საზღვარი, დაკავების შემთხვევები გაგრძელდება"

13/10/2021 15:56:54 კონფლიქტები

"უნდა ჩამოვყალიბდეთ, სად შეიძლება სიარული და სად არა, ან სად შეიძლება სიარული მხოლოდ ნებართვებით", – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გატაცებების მავნე პრაქტიკის შეჩერებისა და გადაადგილების თავისუფლების შესახებ დასმულ კითხვაზე რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციაა, რომ ეს მისი ტერიტორიაა, თუმცა მეორე მხარე სხვაგვარად ფიქრობს.

„ჩემი პასუხი თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ ვიდრე მოქალაქეებს, რასაც არ უნდა უწოდებდეთ თქვენ მას, სახელმწიფო საზღვარს, გამყოფ ხაზს თუ ადმინისტრაციულ საზღვარს აქეთ და იქით, არ ეცოდინებათ, სად გადის ის, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები გაგრძელდება, ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, სად შეიძლება სიარული და სად არა, ან სად შეიძლება სიარული მხოლოდ ნებართვებით. ის, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, ეს თქვენი პოზიციაა, მეორე მხარის პოზიცია კი სრულიად განსხვავებულია. ასე დადიან თქვენი მოქალაქეებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა, შემდეგ კი წარმოიქმნება საკითხები, რომელთა განხილვითაც შემდეგ ჟენევაში ვართ დაკავებულნი“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცობით, ანდრეი რუდენკომ.

მისივე თქმით, "ახალგორის გადასასვლელებთან დაკავშირებით გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია":

„რაც შეეხება ახალგორის გადასასვლელების გახსნას, ის კონკრეტული ინციდენტის გამო ჩაიკეტა. ახლა სიტუაცია სტაბილურია და ვფიქრობ, შეიძლება, მოვძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზა, რათა ადამიანებმა საჭიროების შემთხვევაში ამ გადასასვლელებით ისარგებლონ“.

მოგვიანებით, რუდენკოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ "ქართველები უნდა ჩამოყალიბდნენ, სად შეიძლება მათთვის სიარული და სად – არა", საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ შემდეგი განაცხადა:

„ეს არის სწორედ ის მაგალითი, როდესაც ხდება თემის პოლიტიზება და ჰუმანიტარული საკითხების გამოყენება ზეწოლისთვის. როდესაც პირობა დგება, რა შემთხვევაში გაუმჯობესდება ჰუმანიტარული მდგომარეობა. კონკრეტულად თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით ისინი ცდილობენ, რომ საქართველომ აღიაროს ე.წ. საზღვარი, რაც, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ მოხდეს თემების განცალკევება და თავისუფალ გადაადგილებაზე ვისაუბროთ, როგორც ჰუმანიტარულ თემაზე და არა პოლიტიკურ თემაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტატუს-ნეიტრალური მიდგომებით არის შესაძლებელი ამ საკითხების გადაჭრა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S