აშშ ვაქცინირებული პირებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს გააუქმებს
13/10/2021 12:44:43 მსოფლიო
აშშ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის ნოემბერში სახმელეთო საზღვრებზე სამოგზაურო შეზღუდვებს გააუქმებს,– იუწყება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ალეხანდრო მაიორკასი.
აშშ-მა მექსიკისა და კანადის საზღვრებზე შეზღუდვები კორონავირუსის გამო 2020 წლის მარტში დააწესა.
შიდა უსაფრთხოების მდივნის განცხადებთ, ნოემბრიდან აშშ მექსიკიდან და კანადიდან შეუშვებს მოგზაურებს, მით შორის მეგობრებისა და ოჯახის წევრების მონახულების ან ტურისტული მიზნით.
სახმელეთო საზღვრებზე შეზღუდვები ძალაში დარჩება არავაქცინირებული მოგზაურებისთვის.
აშშ-დან სრულად ვაქცინირებული პირებისთვის კანადამ საზღვარი 9 აგვისტოს გახსნა.


