Accentnews.ge
არჩილ თალაკვაძე: "ჩვენ დღეს აქ არ მოვსულვათ ომთან დაკავშირებით თარიღის დასაზუსტებლად"

არჩილ თალაკვაძე: "ჩვენ დღეს აქ არ მოვსულვათ ომთან დაკავშირებით თარიღის დასაზუსტებლად"

08/08/2019 07:19:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ჩვენ დღეს აქ არ მოვსულვათ ომთან დაკავშირებით თარიღის დასაზუსტებლად. მოვედით იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, ვანუგეშოთ მათი ოჯახები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც პარლამენტის წევრებთან ერთად, პარლამენტის სახელით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კითხვაზე, ვინ და როდის დაიწყო ომი და ამასთან, ის, რომ ოპოზიცია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს მიდის, ხოლო მმართველი გუნდი 8 აგვისტოს, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ „ქართული ოცნება“ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გუშინაც იმყოფებოდა.

„ჩვენ დღეს აქ არ მოვსულვათ ომთან დაკავშირებით თარიღის დასაზუსტებლად. მოვედით იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, ვანუგეშოთ მათი ოჯახები. ჩვენი თანაგუნდელები, „ქართული ოცნება“ აქ გუშინაც ვიყავით. მოვედით აქ დღესაც იმისათვის, რათა ოჯახებს შევხვედროდით. სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე, თუმცა ეს არის საკითხი, სადაც ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სადაც მთელი საზოგადოება და ხელისუფლება უნდა იყოს ერთიანი, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები უპირატესია. ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და უსაფრთხოება არის დაცული და მომავალშიც ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ შევინარჩუნებთ მშვიდობას, შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა არჩილ თალკვაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S