Accentnews.ge
განგსტერის პირადი ნივთები 3 მილიონ დოლარად გაიყიდა

განგსტერის პირადი ნივთები 3 მილიონ დოლარად გაიყიდა

13/10/2021 07:51:02 მსოფლიო

იტალიური წარმოშობის ამერიკელი განგსტერის ალ კაპონეს ნივთები აუქციონზე 3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

პირად ნივთებს შორის გასაყიდად წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღები, ფოტოსურათები, სამკაულები და ავეჯი, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ნივთი ალ კაპონეს პირადი მოხმარების იარაღი აღმოჩნდა. ის 860 000 დოლარად გაიყიდა.

კერძო აუქციონს 1 000-მდე პოტენციური მყიდველი ესწრებოდა.

განგსტერი მე–20 საუკუნის პირველ ნახევარში საქმიანობდა აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა იტალიურ მაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახლდათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S