
თბილისი და 7 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
13/10/2021 07:05:11 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4837 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1586 პირი.
დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში 49 386 ტესტი ჩატარდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა,
- აჭარა - 171,
- იმერეთი - 1 028,
- ქვემო ქართლი - 257,
- შიდა ქართლი - 298,
- გურია - 143,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 444,
- კახეთი - 889,
- მცხეთა-მთიანეთი - 80,
- სამცხე-ჯავახეთი - 96,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 256 საიდანაც: 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 605, აჭარაში - 435, იმერეთში - 1 161. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში - 333, აჭარაში - 78, იმერეთში - 372. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 18, იმერეთში - 27. 803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 424 - თბილისში, 241 - აჭარაში. 24 687 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 279 ადამიანი.