Accentnews.ge
ერდოღანი ავღანეთის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ერდოღანი ავღანეთის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

12/10/2021 14:49:00 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ავღანეთის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და ჯგუფის ხელმძღვანელობის მზაობაც გამოთქვა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოკლე დროში უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესის მიუხედავად, საჭიროა ავღანელი ხალხის მიმართ ძლიერი სოლიდარობის გამოვლენა გაღრმავებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე:

„ეს არის გლობალური საკითხი და ჩვენ „დიდი ოცეულის“ ფარგლებში უნდა გვქონდეს გლობალური ხედვა. მჯერა, რომ გვჭირდება სამუშაო ჯგუფის შექმნა ამ საკითხების გადასაჭრელად. საერთაშორისო თანამეგობრობას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ავღანელ ხალხს ზურგი აქციოს და ეს ქვეყანა მიატოვოს“, – დასძინა ერდოღანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S