Accentnews.ge
პოსტკოვიდური ეპიდემია: „ვირუსის გადატანიდან 6 თვეში რიგ შემთხვევაში თავს იჩენს დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მენტალური გართულებები“

პოსტკოვიდური ეპიდემია: „ვირუსის გადატანიდან 6 თვეში რიგ შემთხვევაში თავს იჩენს დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მენტალური გართულებები“

12/10/2021 13:47:10 საზოგადოება

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღას დეკემბრის შუა პერიოდში პროგნოზირებს. ამ ფონზე კი მას საუკეთესო გამოსალად ვაქცინაცია ესახება.

"ყველაზე კარგი წამალი არის Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ არ დაგჭირდეთ სხვა წამლები“,– ამბობს ფხაკაძე „რუსთავი 2“–თან და განმარტავს, რომ კოვიდგადატანილ მოქალაქეთა 30%-ში ფიქსირდება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური გართულებები:

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოსტკოვიდური ეპიდემია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია, შევაჩეროთ“.

რაც შეეხება უშუალოდ პოსტკოვიდურ გართულებებს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აღნიშნავს, მოქალაქეთა ნაწილს ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა პრობლემები გამოუვლინდათ, მათ შორის – დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მენტალური გართულებები.

"კვლევებია ჩატარებული, სადაც 80-100 ათასი ადამიანია ჩართული, სადაც ვხედავთ, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს უჩნდება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც კარგავენ ყნოსვას, გემოს. ასევე მნიშვნელოვანი გართულებაა დეპრესია, განსაკუთრებით, მანდილოსნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და კი არ უნდა ველოდოთ რაღაც წამალს, რომელიც მერე დაგვეხმარება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ეს ვერაგი ვირუსი,“ - დასძენს ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა. სპეციალისტები იკვლევენ, რამ განაპირობა ნახტომისებური ზრდა. ამ ეტაპზე არ არის გამორიცხული ახალი შტამის არსებობაც.

12 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად აცრილია 30.8%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S