Accentnews.ge
უკრაინა და ევროკავშირი მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და ევროკავშირი მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ

12/10/2021 11:55:10 მსოფლიო

უკრაინა და ევროკავშირი მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინა მზადაა, შეუერთდეს თანამშრომლობას ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, რათა განისაზღვროს 2022, როგორც ევროპული თავდაცვის წელი, რადგან ევროპის უსაფრთხოება განუყოფელ კავშირშია უკრაინის უსაფრთხოებასთან და დამოუკიდებლობასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოება არის უკრაინის დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტის გარანტი:

„ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის სტრატეგიული ენერგეტიკული დიალოგის დაწყებაზე. აუცილებელია, განვავითაროთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთო და გრძელვადიანი ხედვა უკრაინასა და ევროკავშირს შორის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S