მოსკოვში საელჩოების შენობების დანაღმვის შესახებ განაცხადეს, მათ შორის - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციის
12/10/2021 11:56:28 მსოფლიო
მოსკოვში უცნობმა პირმა საელჩოების შენობების დანაღმვის შესახებ განაცხადა. დანაღმულ შენობებს შორის დასახელდა შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციაც, ასევე ალჟირის დიპწარმომადგენლობა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო.
ТАСС-ის ცნობით, შესაბამისი შინაარსის წერილი რუსეთის შსს-ს ცენტრალურ საოლქო განყოფილებაში 11 ოქტომბერს, საღამოს მიიღეს. ავტორი - მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, მოსკოვში "დიდი სპექტაკლის მოწყობას" აანონსებდა და საელჩოებში ბომბების ჩადების გარდა, სამი სტადიონისა და ვნუკოვოს აერპორტის დრონების მეშვეობით აფეთქებით იმუქრებოდა.
მისივე ინფორმაციით, წერილში ნახსენები ობექტები უკვე შემოწმდა და ადგილებზე საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.


