კიმ ჩენ ინი "უძლეველი სამხედრო ჯარის" ჩამოყალიბებას აანონსებს
12/10/2021 11:00:33 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი "უძლეველი სამხედრო ჯარის" ჩამოყალიბებას აანონსებს.
როგორც დიქტატორი ირწმუნება, ჯარის სამხედრო აღჭურვილობის გაძლიერება არა ომის წამოწყებას, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო თავსახსმის პრევენციას ემსახურება.
ამერიკული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში გასულ თვეს უკვე წარმატებით გამოსცადეს უახლესი ულტრაბგერითი და შორი მოქმედების საკრუიზო რაკეტები. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამ დრომდე უარით პასუხობს აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შემოთავაზებას ბირთვული იარაღების შესახებ დიალოგის წამოწყებასთან დაკავშირებით.


