
გამყრელიძე: "ვიკვლევთ, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე"
12/10/2021 10:18:14 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს. ამაზე მან ჟურნალისტებთან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"ვიკვლევთ [ახალ შტამს] ერთ-ერთ ფაქტორად. გვინდა, გამოვრიცხოთ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე. ჯერ დელტაა ყველა", - თქვა გამყრელიძემ.
იხილეთ ასევე: გამყრელიძე – ეპიდვითარებაზე: "ყველა ინდიკატორი გაუარესებულია"
საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა.
12 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად აცრილია 30.8%.