
გამყრელიძე – ეპიდვითარებაზე: "ყველა ინდიკატორი გაუარესებულია"
12/10/2021 09:44:01 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, კოვიდ–ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა და სამინისტრო მას განსაკუთრებით შეისწავლით.
„გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა გარკვეულწილად უჩვეულოდ მაღალ მატებაა დღევანდელი ციფრი, თუნდაც სამშაბათის ციფრებიდან გამომდინარე. ამას დამატებით მოკვლევა მოჰყვება. ბოლო რამდენიმე დღეა 2500-დან 3000-მდე მერყეობს მაჩვენებლების რაოდენობა. ბუნებრივია, ამას ხელს უწყობს მობილობა და აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი. არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც დღეს ჩამოგვიყალიბდა, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ სკოლებს აქტივობა არ შეფერხდეს“,– განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ახალი შეზღუდვები არ იგეგმება:
„ახლა ჩვენთვის მთავარია, ამ მერყეობის აქტიური მართვა. ამას მე-5 ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ მე-4 ტალღიდან ვერ გამოვედით. ეს მერყეობა უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ ისევ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და რაც მთავარია, მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი“.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, „დღეს სერიოზული ნახტომი გვაქვს. გაუარესებულია ყველა ინდიკატორი“.
„18 სექტემბრიდან მოყოლებული მცირდება ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი. თუ ვერ ავწიეთ აცრს მაჩვენებელი, მაშინ უფრო რთული იქნება მე–5 ტალღა ქვეყნისთვის“,– აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძე ვარაუდობს, რომ დღევანდელი მაჩვენებელი შესაძლოა, დაგროვილ შემხვევბს უკავშირდებოდეს, თუმცა ახალი შემთხვევების მატება დაწყებულია:
„ეს ალბათ დაგროვილი შემთხვევებიც არის. დიდი ალბათობით ეს მონაცემი ხვალ ნალები იქნება, მაგრამ ვიქნებით 3000–4 000–ის ფარგლებში, რადგან ახალი შემთხვევების მატება ნელ–ნელა დაიწყო და თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, უპირველესაც პირბადის ტარებას და აცრას...“.
მისი თქმით, ამ დროისთვის ინციდენტობა ყველაზე დაბალია აჭარასა და თბილისში, რადგან ვაქცინაციის ტემპი შედარებით მაღალი სწორედ დედაქალაქსა და აჭარის რეგიონია. ამ თვალსაზრისით მისი თქმით, ყველაზე რთული ვითარებაა იმერეთში, ასევე სერიოზულადაა გაუარესებული მდგომარეობა სამეგრელოსა და კახეთში:
„აცრა დაახლოებით ცხრაჯერადობით იცავს ადამიანს“.
ცნობისთვის: საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა.