იაპონიის ახალმა პრემიერმა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრა
12/10/2021 08:54:53 მსოფლიო
იაპონიის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, კურილიის კუნძულებზე იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება. ამის შესახებ განაცხადება ფუმიო კიშიდამ ქვეყნის ქვედა პალატაში გამართული დებატების დროს გააკეთა.
„ჩრდილოეთის ტერიტორიებზე ვრცელდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი და მომავალ თაობებს არ დავუტოვოთ. მთავრობა განწყობილია, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს, რათა ამ კუნძულების კუთვნილებასთან დაკავშირებული პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა იაპონიის პრემიერმა.
მანამდე კისიდამ ისიც თქვა, რომ იაპონია რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ტერიტორიული დავის გადაჭრამდე არ გააფორმებს.


