Accentnews.ge
სომხეთის ამერიკული ასამბლეა აშშ-ს მოუწოდებს, უარი უთხრას თურქეთს „F-16“ტიპის ავიაგამანდგურებლების შეძენაზე

სომხეთის ამერიკული ასამბლეა აშშ-ს მოუწოდებს, უარი უთხრას თურქეთს „F-16“ტიპის ავიაგამანდგურებლების შეძენაზე

12/10/2021 07:33:44 მსოფლიო

სომხეთის ამერიკული ასამბლეა აშშ-ს მოუწოდებს, უარი უთხრას თურქეთს 40 ერთეული „F-16“ტიპის ავიაგამანდგურებლების შეძენაზე,– იუწყება სომხური მედია.

„ასეთი ტიპის თვითმფრინავები გასულ წელს 44-დღიანი სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა“,– განმარტავს საკუთარ მოწოდებას ასამბლეა.

რამდენიმე მილიარდიანი შეთანხმება, რომელიც თურქეთის მიერ ამერიკული წარმოების ავიაგამანდგურებლების შეძენას ითვალისწინებს, განხილვის პროცესშია და მის განსახორციელებლად აშშ-ის კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიერ რუსული წარმოების „S-400“ ტიპის რაკეტების შეძენის შემდეგ აშშ-მა ანკარას 100 ერთეული „F-35“ ტიპის ავიაგამანდგურებლების შეძენაზე განუცხადა უარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S