Accentnews.ge
„მერკმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ავტორიზაციისთვის წარადგინა

„მერკმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ავტორიზაციისთვის წარადგინა

12/10/2021 07:26:26 მსოფლიო

კომპანია „მერკმა“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა.

კომპანიის განცხადებით, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოსგან მსუბუქად და ზომიერად დაავადებულ ადამიანებში პრეპარატის საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცებას ითხოვს. დამტკიცების შემთხვევაში, „მერკის“ პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ პირველი პერორალური მედიკამენტი გახდება.

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, პრეპარატ მოლნუპირავირის გამოყენება 50 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას კორონავირუსით მსუბუქად და ზომიერად დაავადებულ ადამიანებში.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აბების მიღება შესაძლებელი იქნება საშინაო პირობებში, რაც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სახიფათო დაავადების ადრეულ განკურნებას, არამედ ხელს შეუწყობს საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან არიდებას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში, 2021 წლის ბოლომდე 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტის წარმოებას გეგმავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S