Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა

12/10/2021 06:22:56 მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ რუსეთს 2022 წლის 16 ოქტომბრამდე გაუგრძელა ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის დაწესებული სანქციები.

სანქციების მოქმედება ვრცელდება 10 ფიზიკურ პირსა და 2 კვლევით ცენტრზე, რომლებსაც ევროკავშირი მიიჩნევს პასუხისმგებლად სერგეი და იულია სკრიპალების და ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე.

სანქციების სიაში მყოფ ფიზიკურ პირებს შორის არიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი კრივორუჩკო და პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. ასევე, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს თანამშრომლები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დიდ ბრიტანეთში, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში.

ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილ პირებს აკრძალული აქვთ გაერთიანების წევრ სახელმწიფოებში ჩასვლა, მათი საბანკო აქტივები კი, გაყინულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S