Accentnews.ge
ერაყის დაზვერვამ "დაეშის მთავარი ბუღალტერი" დააკავა

ერაყის დაზვერვამ "დაეშის მთავარი ბუღალტერი" დააკავა

11/10/2021 21:05:18 მსოფლიო

ერაყის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა სამი ჯასიმ ალ-ჯაბური დააკავეს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ "ისლამურ სახელმწიფოში" ფინანსურ საკითხებს კურირებდა და მის უმაღლეს იერარქიაში მეორე ადგილი ეკავა, - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქაზემიმ.

მისივე თქმით, სამი ჯასიმი საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. რომელ ქვეყანაში ჩატარდა ეს ოპერაცია - მას არ დაუზუსტებია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ხსენებული პირის დაკავებისთვის 5 ლნ დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.

არსებული ინფორმაციით, სამი ჯასიმი დაჯგუფების სახელით ნავთობით, გაზითა და სასარგებლო წიაღისეულით უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული და მიღებულ თანხებს ტერაქტების მზადებისთვის ანაწილებდა. იგი "დაეშის" ახალ ლიდერ ამირ მუჰამედ საიდ აბდულა რახმანთან დაახლოებული პირი იყო.

  • დაჯგუფების წინა ლიდერმა - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, რომელიც "დაეშს" ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე "ჰალიფატის" გამოცხადების პერიოდში მართავდა, თავი მოიკლა 2019 წლის ოქტომბერში, როდესაც სირიულ იდლიბში არსებულ მის ვილას ამერიკელმა სამხედროებმა შეუტიეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S