Accentnews.ge
სტოლტენბერგმა ევროკავშირს მოუწოდა, "ნატო-ს დუბლირებაზე უარი თქვას"

სტოლტენბერგმა ევროკავშირს მოუწოდა, "ნატო-ს დუბლირებაზე უარი თქვას"

11/10/2021 20:53:24 მსოფლიო

თავდაცვის სფეროში ევროპული სახელმწიფოების ძალისხმევა ნატო-ს ქმედებების დუბლირებას არ უნდა ახდენდეს, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

"სადღეისოდ ტრანსალანტიკურ ერთობაზე მოთხოვნა ფაქტობრივად, უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე "ცივი ომის" დასრულების დროიდან. პრობლემები, რომლებსაც ვაწყდებით, გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე საკითხები, რომელთა მოგვარებაც ქვეყნებს ან გნებავთ, კონტინენტებს ცალკე აღებულებს შეუძლიათ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე შეფასებით, "სახეზეა ევროკავშირის ძალისხმევა თავდაცვის სფეროში აქტივიზაციისაკენ, მაგრამ ეს ძალისხმევა არ უნდა ახდენდეს ნატო-ს დუბლირებას".

"ჩვენს ქვეყნებს შეზღუდული რესურსი გააჩნიათ და ვალდებულები ვართ, ჩვენი ძალები ოპტიმალურად გამოვიყენოთ", – დასძინა სტოლტენბერგმა.

  • 5 მაისს ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ, გერმანიისა და საფრანგეთის ჩათვლით, სწრაფი სამხედრო რეაგირების ძალების ჩამოყალიბების ინიციატივა გააჟღერა.15 სექტემბერს ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ალიანსი AUKUS ჩამოაყალიბეს. ხოლო 20 სექტემბერს საფრანგეთი ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციაში შესატანი ცვლილებების განხილვის ინიციატივით გამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S