Accentnews.ge
"ვაქცინაციის ის დონე რომ გვქონდეს, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ჩვენთან სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა"

"ვაქცინაციის ის დონე რომ გვქონდეს, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ჩვენთან სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა"

11/10/2021 16:23:30 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი არ დაჩქარდა, "ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს".

მან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით რთული ვითარებაა.

"დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება, ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს შემდგომ მძიმე ტალღებს. როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება. მთელ მსოფლიოში გულის ტკივილით და შურით ვუყურებ იმათ, ვინც მოახერხა 2/3-ზე მეტის ორჯერადად აცრა. ეს ისე ძალიან არ მოქმედებს შემთხვევების შემცირებაზე, როგორც სიკვდილობის შემცირებაზე. ზოგიერთ ქვეყანამ სამჯერადადაც კი აცრა. საქართველოში სიკვიდილობა შევამცირეთ 30-მდე, რაც ჩვენთვის მაინც ბევრია. ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა. ერთის მხრივ, თითქოს მოსახლეობა შეწუხებულია იმით, რომ ვერ ხერხდება გარდაცვალების კიდევ უფრო დაბალ რიცხვზე დაყვანა, მეორეს მხრივ, ჩვენი მოსახლეობა არაფერს აკეთებს, რომ გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს ხუთჯერ მაინც. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეში 30-40 ათასი ვაქცინა გაკეთდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S