
ცერცვაძე – ეპიდვითარებაზე: "შესაძლოა, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი"
11/10/2021 15:56:48 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა და შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი.
„კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით თვენახევარი, ბოლო ერთი კვირაა, გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერ-ჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2 000 მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, რაც საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა ცერცვაძემ.