Accentnews.ge
ევროკავშირმა უკრაინის საკითხზე 8 პირს სანქციები დაუწესა, რუსეთსა და სირიას კი უკვე დაწესებული სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინის საკითხზე 8 პირს სანქციები დაუწესა, რუსეთსა და სირიას კი უკვე დაწესებული სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

11/10/2021 14:58:10 მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კიდევ რვა პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ მოსამართლეები, პროკურორები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები.

როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ პირებმა მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღეს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, დევნიან ან ჩაგრავენ ყირიმის და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის მოწინააღმდეგეებს.

უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ევროკავშირს სულ 185 ფიზიკურ და 48 იურიდიულ პირზე აქვს დაწესებული სანქციები.

ამასთან, ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროკავშირმა რუსეთის და სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქცირებულთა შორის 15 ფიზიკური და ორი იურიდიული პირია. სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2018 წელს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ მიიღო. ევროკავშირის საბჭომ სანქცირებულ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და მათი საბანკო აქტივები გაყინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S