Accentnews.ge
გერმანიასა და შვეიცარიაში კორონავირუსის სწრაფი ტესტი ფასიანი ხდება

გერმანიასა და შვეიცარიაში კორონავირუსის სწრაფი ტესტი ფასიანი ხდება

11/10/2021 14:07:12 მსოფლიო

გერმანიაში მოქალაქეებს დღეიდან კორონავირუსის სწრაფი ტესტის საფასურის გადახდა თავად მოუწევთ.

როგორც ადგილობრივი მედი იუწყება, გამონაკლისი ის პირებია, რომლებსაც ვაქცინაცია არ შეუძლიათ, მათ შორის იგულისხმება 12 წლამდე ასაკის ბავშვები. ასევე ტესტის უფასოდ გაკეთების საშუალება ექნებათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც კოვიდ–ინფიცირების გამო კარანტინში იმყოფებიან.

ამასთან, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოქალაქეებისა და ორსულებისთვის კოვიდტესტი კვირაში ერთხელ უფასო იქნება და ეს რეგულაცია 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

პისიარ ტესტები, რომელსაც მოქალაქეები ექიმების ან ჯანდაცვის სამსახურების განკარგულების საფუძველზე ჩაიტარებენ, კვლავ უფასო იქნება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ამ ნაბიჯით ხელისუფლებას სურს, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დააჩქაროს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 65 %.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის კორონავირუსზე ტესტი ფასიანი ხდება შვეიცარიაშიც. გამონაკლისია16 წლამდე ასაკის პირები,ასევე ის მოქალაქეები, რომელთაც აცრა არ შეუძლიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S