
"თავისუფლება მიშას!" - დემნა გვასალიას ხელმოწერას ნიკა გვარამია ავრცელებს
11/10/2021 11:05:05 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია უერთდება, - ამის შესახებ ექს–პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს:
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-11 დღეა, შიმშილობს. ექს–პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - აცხადებენ უწყებაში.