Accentnews.ge
ღარიბაშვილის განცხადებით, კორპუსის ჩამონგრევით დაზარალებულებს ბინები გადაეცემათ

ღარიბაშვილის განცხადებით, კორპუსის ჩამონგრევით დაზარალებულებს ბინები გადაეცემათ

11/10/2021 11:40:16 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაეხმარება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს დაზარალებულ ოჯახებს.

"აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლებაც გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და, ამასთანავე, ფულადი კომპენსაციები იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, იგეგმება, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის პირობები გამკაცრდეს.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის სამი არასწრულწლოვანი დაიღუპა. ბათუმში კორპუსის ნგრევის გამოწვევაში ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მათ 2-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S