Accentnews.ge
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს (ვიდეო)

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს (ვიდეო)

07/08/2019 15:40:43 სხვა, მსოფლიო

ყირგიზეთის სოფელ კოი-ტაშში რამდენიმე საათის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა. სპეცრაზმმა ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლი შტურმით აიღო და ალმაზბეკ ატამბაევი დააკავა.


ვრცელდება ინფორმაცია 10 დაშავებულის შესახებ. მედიის ცნობით, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ატამბაევის სახლთან მხარდამჭერები გამოჩნდნენ და პოლიტიკოსის დაკავებისთვის ხელის შეშლა სცადეს.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საპარლამენტო გამოძიებაა დაწყებული. ალმაზბეკ ატამბაევს კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს, მისი წევრებისთვის იარაღის გადაცემას, შემოსავლების დამალვასა და კორუფციულ გარიგებებს ედავებიან.

ორი თვის წინ პარლამენტმა ალმაზბეკ ატამბაევს იმუნიტეტი და ექსპრეზიდენტის სტატუსი მოუხსნა. საპარლამეტო კომისია გამოძიების შემდეგებს გენერალურ პროკურატურას გადასცემს, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S