უკრაინამ ამერიკული სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღო
11/10/2021 07:39:10 მსოფლიო
უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღო, – იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ტვირთი კიევის ბორისპოლის აეროპორტში კვირას ჩავიდა.
უწყების ცნობით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმებული 250 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების გარდა, ამერიკელი პარტნიორებისგან უკრაინამ ასევე დამატებით მიიღო 60 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთი, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობა, საბრძოლო მასალები, რადიოლოკაციური სადაზვერვო და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2014 წლიდან ვაშინგტონმა კიევს ორი მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა.


