
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
11/10/2021 06:40:23 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1530 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი.
დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1848 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 711 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 033 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 678 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა,
- აჭარა - 98,
- იმერეთი - 334,
- ქვემო ქართლი - 49,
- შიდა ქართლი - 50,
- გურია - 36,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 142,
- კახეთი - 294,
- მცხეთა-მთიანეთი - 19,
- სამცხე-ჯავახეთი - 31,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 916 საიდანაც: 4 514 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 467, აჭარაში - 423, იმერეთში - 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 006 პირი, მათ შორის, თბილისში - 323, აჭარაში - 85, იმერეთში - 342. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 25, იმერეთში - 28. 703 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 - თბილისში, 185 - აჭარაში. 18 699 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 233 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 717 ადამიანი.