Accentnews.ge
დღეიდან საქართველო დიდი ბრიტანეთის "წითელ სიაში" აღარ არის

დღეიდან საქართველო დიდი ბრიტანეთის "წითელ სიაში" აღარ არის

11/10/2021 06:26:39 საზოგადოება

დღეიდან საქართველო დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის "წითელ სიაში" აღარ არის.

ბრიტანეთში საქართველოს სალეჩოს ინფორმაციით, საქართველოდან მიმავალი ყველა პირი ბრიტანეთის (ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისის) ტერიტორიაზე შესვლას შეძლებს შემდეგი პირობებით:

სრული ვაქცინაციის შემთხვევაში (მხოლოდ ბრიტანეთის მიერ აღიარებული ვაქცინით) - Pfizer და AstraZeneca.

გამგზავრებამდე მათ უნდა შეასრულონ შემდეგი პირობები:

  • ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა (locator form) შევსება;
  • ჩასვლიდან მე-2 დღეს გასაკეთებელი PCR ტესტის დაჯავშნა.

ჩასვლის შემდეგ ბრიტანეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისაგნ ითხოვს მეორე დღეს PCR ტესტის გაკეთებას.

თუ სრულად ვაქცინირებული არ ხართ, გამგზავრებამდე უნდა წარადგინოთ:

  • ბოლო 72 საათის განმავლობაში „PCR“ ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით;
  • ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.

არასრულად ვაქცინირებულები ჩასვლის შემდგომ 10-დღიან იზოლაციაში გადავლენ წინასწარ მითითებულ მისამართზე, თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს კი PCR ტესტს გაიკეთებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S