Accentnews.ge
10 ოქტომბერს ტაძრების უმრავლესობაში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

10 ოქტომბერს ტაძრების უმრავლესობაში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

10/10/2021 05:48:58 საზოგადოება

10 ოქტომბერს ტაძრების უმრავლესობაში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„10 ოქტომბერს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

ლიტურგიის შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S