რომში ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა
10/10/2021 10:12:28 მსოფლიო
რომში ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქცია მასობრი არეულობაში გადაიზარდა და პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა, მემარჯვენე მოძრაობის ლიდერი ჯულიანო კასტელინო.
დემონსტრაცია პიაცა დე პოპოლოზე გაიმართა.
დემონსტრაცია საწყის ეტაპზე მშვიდობიანი იყო, თუმცა შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და პრემიერ-მინისტრის მარიო დრაფის ოფისში შეჭრა სცადა.
პოლიციამ დემონსრტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაქმებულები, რომლებიც 15 ოქტომბრამდე სამსახურში კოვიდპასპორტებს არ წარადგენენ, ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა საპროტესტო აქცია.


