
გამყრელიძე რეგულაციების გამკაცრების პირობას ასახელებს
10/10/2021 10:03:00 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს.
"თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მერე დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. კუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას.
შეიძლება შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატოს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება" - განაცხადა გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან.