Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

10/10/2021 08:03:55 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული ფარულებებით 25 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 056 ადამიანი, გამოლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 490 შემთხვევა.

  • თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა,
  • აჭარა – 130,
  • იმერეთი – 482,
  • ქვემო ქართლი – 133,
  • შიდა ქართლი – 81,
  • გურია – 55,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 284,
  • კახეთი – 500,
  • მცხეთა-მთიანეთი – 46,
  • სამცხე-ჯავახეთი – 53,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 257 საიდანაც:

  • 4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 442, აჭარაში – 404, იმერეთში – 1 026.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათ შორის, თბილისში – 318, აჭარაში – 88, იმერეთში – 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 258 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 26, იმერეთში – 28.
  • 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 – თბილისში, 185 – აჭარაში.
  • 19 257 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – შვიდი.
  • სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 9 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 230 პირი.
  • ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 287 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S