Accentnews.ge
საქართველო სამძიმრებს იღებს

საქართველო სამძიმრებს იღებს

09/10/2021 11:56:53 საზოგადოება

საქართველო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც ამ დროის მონაცემებით, 8 ადმიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ბავშვი, სამძიმრებს იღებს.

"ძალიან ვწუხვართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები, პირველ რიგში, მათთან, იმ ოჯახებთანაა, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები. ვიმედოვნებთ, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან და ვუსურვებთ გამძლეობას მამაც სამაშველო სამსახურის მუშაკებს, მათ ძალისხმევაში", - აღნიშნულია შვედეთის საელჩოს განცხადებაში.

დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

"ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ",- აცხადებს აშშ-ის საელჩო.

სამძიმრის წერილს ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"დამწუხრებულები ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო. ჩვენ გულწრფელად ვუთანაგრძნობთ დაღუპულების ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. სომხეთი სოლიდარულია მეგობარი საქართველოს ხალხის მიმართ".

მწუხარება გამოთქვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

"ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ ბათუმში შვიდსართულიანი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით. გულწრფელად ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ საქართველოს".

ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.

9 ოქტომბრის 13:10 საათისთვის შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი - 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 7 - გარდაცვლილი. ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. შესაბამისად, ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება. მათგან 3 - ბავშვია.

ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მაშველები, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S