Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: "მუდამ გვემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები"

აშშ-ის საელჩო: "მუდამ გვემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები"

09/10/2021 09:48:21 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ბათუმში კორპუსის ნგრევის შედეგად დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ",- აცხადებს აშშ-ის საელჩო.

ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი სახლის სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. 9 ოქტომბრის 13:40 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 9 ადამიანი, მათ შორის – 7 ცხედარი (3 ბავშვი, 2 მამაკაცი და 2 ქალი). დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ გვიან ღამით ამოყვანილი ქალი. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მამაკაცი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება.

ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავეს.

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S