
ნანგრევებიდან დედა–შვილის ცხედრები ამოასვენეს
09/10/2021 09:15:26 საზოგადოება
მაშველებმა ბათუმში სახლის ნანგრევებიდან დედა–შვილის ცხედრები ამოასვენეს.
ახლობლების თქმით, კოპრუსის ნგრევის დროს 11 წლის ბიჭი 43 წლის დედასთან ერთად სახლში იმყოფებოდა, ხოლო მამა და მისი უფროსი და სახლიდან გასულები იყვნენ.
დედა-შვილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა 8 ოქტომბრის დილის შემდეგ პირველად, დროებით შეაჩერეს სამძებრო სამუშაოები.
არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანი რჩება.
ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი სახლის სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. 9 ოქტომბრის 13:00 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 9 ადამიანი, მათ შორის – 7 ცხედარი (3 ბავშვი, 2 მამაკაცი და 2 ქალი). დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ გვიან ღამით ამოყვანილი ქალი. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მამაკაცი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება.
ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავეს.
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.