Accentnews.ge
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

09/10/2021 08:07:05 საზოგადოება

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი სახლის სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. 9 ოქტომბრის 12 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, მათ შორის – 5 ცხედარი ( 2 ბავშვი, ორი მამაკაცი და 1 ქალი). ცოტა ხნის წინ კლინიკაში გარდაიცვალა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ გვიან ღამით ამოყვანილი ქალი. რაც შეეხება კიდევ ერთ გადარჩენილს, მამაკაცი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება.

ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S