
თბილისი და 7 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
09/10/2021 07:04:27 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 844 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან გამოჯანმრთელდა 814 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 042 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 889, „პისიარ“ ტესტით – 14 153.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,48%, ბოლო 14 დღის – 5,94%, ბოლო შვიდი დღის – 7,01%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა,
- აჭარა - 127,
- იმერეთი - 607,
- ქვემო ქართლი - 154,
- შიდა ქართლი - 147,
- გურია - 116,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339,
- კახეთი - 368,
- მცხეთა-მთიანეთი - 85,
- სამცხე-ჯავახეთი - 74,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 848 საიდანაც:
4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 402, აჭარაში - 381, იმერეთში - 991.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 945 პირი, მათ შორის, თბილისში - 315, აჭარაში - 83, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 25, იმერეთში - 32.
667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 340 - თბილისში, 179 - აჭარაში.
18 978 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 229 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 646 ადამიანი.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 631 563 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 598 468 პირი გამოჯანმრთელდა, 9 221 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ ჩატარდა 1 862 753 აცრა, დღიურად აცრილია 9 457.