Accentnews.ge
"ბათუმში დანგრეული კორპუსის ირგვლივ მდებარე ყველა შენობის მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან"

"ბათუმში დანგრეული კორპუსის ირგვლივ მდებარე ყველა შენობის მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან"

09/10/2021 07:00:31 პოლიტიკა, საზოგადოება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გეოლოგები შეისწავლიან 26 მაისის ქუჩაზე დანგრეული კორპუსის ირგვლივ მდებარე ყველა შენობის მდგრადობას, თუ რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება.

„როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოებს, აქ მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება. ამასთან, დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების მიმართ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი სახლის სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. 9 ოქტომბრის 10:40 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, მათ შორის – 5 ცხედარი ( 2 ბავშვი, ორი მამაკაცი და 1 ქალი). ცოტა ხნის წინ კლინიკაში გარდაიცვალა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი. რაც შეეხება კიდევ ერთ გადარჩენილს, მამაკაცი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება.

ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S