
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
09/10/2021 06:20:01 საზოგადოება
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა, -იუწყება "საქართველოს პირველ არხი".
ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებდნენ.
ნანგრევებიდან მაშველების მიერ ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება.
9 ოქტომბრის 10:20 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, მათ შორის – 5 ცხედარი. გარდაცვლილიდან 2 ბავშვია, ორი მამაკაცია და 2 ქალია.
ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.