ნატო-ს მომდევნო სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება
09/10/2021 06:16:09 მსოფლიო
ნატო-ს მომდევნო სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის სამიტზე ბრიუსელში ლიდერებმა დაამტკიცეს ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც უკავშირდება ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებასა და თავდაცვას.
ცნობისთვის: 2 დღის წინ სტოლტენბერგმა განაცხადა, მადრიდში დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები დაადასტურებენ უკრაინისა და საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერას.


