რომელი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებს აშშ
09/10/2021 06:00:32 მსოფლიო
შეერთებული შტატები მიიღებს იმ საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით არიან აცრილები, - იუწყება Reuters.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები ვრცელდება თითქმის ყველა უცხოელ მოქალაქეზე, რომლებიც მიემგზავრებიან შეერთებულ შტატებში, მათ შორის მათზეც, რომლებსაც წინა შეზღუდვები არ ეხებოდათ.
ცნობისათვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამ დრომდე შემდეგი ვაქცინები აქვს დამტკიცებული : „ფაიზერ“/ „ბიონტექი“, „ოქსფორდ“/“ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ჯონსონ & ჯონსონი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.


